top of page

ქონების შეფასება და ინვენტარიზაცია

ჩვენ შესახებ

შეფასების ხარისხი ზეგავლენას ახდენს გადაწყვეტილებებზე და გადამწყვეტ როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე. მაღალი ხარისხის დაცვის ვალდებულებით, ჩვენ გთავაზობთ ყოვლისმომცველ შეფასების სერვისს.

დასკვნა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით

 მომსახურება ქვეყნის მასშტაბით

სწრაფი სევისი

ინტეგრირებული შეფასების სერვისები

2150771575.jpg

უძრავი ქონების შეფასება

ბაზა2023 თქვენი სანდო პარტნიორია უძრავი ქონების შეფასებაში. მიუხედავად იმისა ყიდით, ყიდულობთ, აზღვევთ თუ ინვესტიციას დებთ უძრავ ქონებაში, ზუსტი შეფასება მნიშვნელოვანია სწორი და იმფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად. ჩვენი სერტიფიცირებული შემფასებლები საიმედოდ და ზუსტად შეაფასებს თქვენთვის საინტერესო უძრავ ქონებას. ჩვენ გვესმის ქონების ზუსტი შეფასების მნიშვნელობა და ვიყენებთ უახლოეს ტექნოლოგიებსა და ბაზრის სიღრმისეულ ანალიზს რათა ვუზრუნველყოთ სწრაფა, ხარისხიანი და ზუსტი შედეგი, მაგრამ, ის რაც ნამდვილად გამოგვარჩევს, არის დამკვეთთან პერსონალური მიდგომა და მხარდაჭერა.

მოძრავი ქონების შეფასება

მოძრავი ქონების შეფასება მოიცავს მატერიალური აქტივების ფართო სპექტრს, დაწყებული ტექნიკითა და აღჭურვილობით ბიზნეს გარემოში და დამთავრებული თქვენი სახლის პირადი ნივთებით. მატერიალური აქტივების ზუსტი შეფასება გადამწყვეტია სხვადასხვა მიზნებისთვის, მათ შორის დაბეგვრის, დაზღვევის, სასამართლო დავების და ფინანსური გადაწყვეტილების მიღებისთვის. ჩვენი მოძრავი ქონების სერტიფიცირებული შემფასებლები აფასებენ ყველაფერს: ბიზნეს აღჭურვილობას, სახლის ნივთებს, ელექტრონიკას, ავეჯს, მანქანებს, მანქანა-დანადგარებს. ჩვენი ინტეგრირებული სერვისები, როგორიცაა ტენიქნიკური  დათვალიერება ან იურისტის კონსულტაცია კი დაგეხმარებათ უფრო ღრმა წარმოდგენა შეიქმნათ შესაფასებელ ნივთზე.
 

iStock-1400437847.jpg
air-pollution-chimney-clouds-459728.jpeg

ბიზნესისა და არამატერიალური აქტივების შეფასება

ბიზნესი შეფასება მოიცავს სხვადასხვა ფაქტორების გაანალიზებას და შეფასებას, რომლებიც თქვენი ბიზნესის საერთო ღირებულებას ქმნიან. ფინანსური ანგარიშგებიდან და ბაზრის ტენდენციებიდან დაწყებული და დამთავრებული ბრენდის რეპუტაციითა თუ ინტელექტუალური საკუთრებით, შემფასებლის მხრიდან ჰოლისტიკურ მიდგომას საჭიროებს. ჩვენი სერტიფიცირებული ბიზნესის შემფასებლები იყენებენ სხვადასხვა მიდგომებს რათა შეაფასონ სხვადასხვა ეკონომიკურ დარგში არსებული წარმოებები. შეფასების მიზნობრიობა შეიძლება იყოს განსხვავებული და ის მოიცავს მისი აქტივების, ვალდებულებების, ფინანსური მაჩვენებლების და სხვა ხარისხობრივ და რაოდენობრივ ფაქტორების შეფასებას.

ინვენტარიზაცია

მარაგების ეფექტური მენეჯმენტი არის წარმატებული ბიზნესის საწინდარი. მიუხედავად იმისა ელექტრონული კომერციის გიგანტი ხარ თუ ადგილობრივი საცალო მოვაჭრე, იმის გაგება თუ როგორ მართოთ თქვენი ინვენტარი ეფექტურად, დაზოგოთ თქვენი ფული, გააუმჯობესოთ მომხმარებელთა კმაყოფილება, გაზარდის თქვენი ბიზნესის საბოლოო შედეგს.
ინვენტარი ხშირად კომპანიის ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივია. ეფექტური მენეჯმენტი უზრუნველყოფს, რომ გქონდეთ სწორი პროდუქტები სწორი რაოდენობით, საჭირო დროს, შეამციროთ ხარჯები, გაზარდოთ გაყიდვები და გააუმჯობესოთ საერთო ეფექტურობ

iStock-1283514230_edited.jpg

დამატებითი სერვისები

ხშირად ქონების შეფასებასთან ერთად საჭირო ხდება ფიზიკური თუ იურიდიული მდგომარეობს კვალიფიციური გადამოწმება, ფართობის დაზუსტება, შენობისა თუ დანადგარების ტექნიკური ინსპექტირება, საკუთრებას უფლებაში ცვლილების განხორცილება.

ჩვენი მაღალკვალიფიციური თანამშრომლები დაგეხმარებიან ყველა ამ საკითხის მარტივად გადაჭრაში.

iStock-1137648354_edited.jpg

შემოგვიერთდით

მადლობა

bottom of page