უძრავი ქონების შეფასება
შეფასების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით
საქართველოს ნებისმიერ კუთხეში
სერტიფიცირებულ შემფასებლებთან ერთად
ბაზა2023 თქვენი სანდო პარტნიორია უძრავი ქონების შეფასებაში. მიუხედავად იმისა ყიდით, ყიდულობთ, აზღვევთ თუ ინვესტიციას დებთ უძრავ ქონებაში, ზუსტი შეფასება მნიშვნელოვანია სწორი და იმფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად. ჩვენი სერტიფიცირებული შემფასებლები საიმედოდ და ზუსტად შეაფასებს თქვენთვის საინტერესო უძრავ ქონებას. ჩვენ გვესმის ქონების ზუსტი შეფასების მნიშვნელობა და ვიყენებთ უახლოეს ტექნოლოგიებსა და ბაზრის სიღრმისეულ ანალიზს რათა ვუზრუნველყოთ სწრაფა, ხარისხიანი და ზუსტი შედეგი, მაგრამ, ის რაც ნამდვილად გამოგვარჩევს, არის დამკვეთთან პერსონალური მიდგომა და მხარდაჭერა.
როგორ ვაფასებთ უძრავ ქონებას?
მას შემდეგ რაც ჩვენთან თანამშრომლობას გადაწყვიტავთ და თქვენთვის სასურველ სერვისს შეარჩევთ, საჭიროა მოგვაწოდოთ შესაფასებელ ქონების საკადასტრო კოდი და სხვა ნებისმიერი ინფორმაცია, რაც თქვენი აზრით ზეგავლენას მოახდენს ქონების ღირებულებაზე.
როდესაც შეგვატყობინებთ თუ რა მიზნით გსურთ ქონების შეფასება, ჩვენი სპეციალისტები დაგეხმარებიან შეარჩიოთ შესაფასებელი ღირებულების ტიპი და ასევე დაგეგმავენ ინსპექტირებას ობიექტზე. ინსპექტირების დროს გადაიღებენ სურათებს, შეაფასებენ ქონების ფიზიკურ თუ ფუნქციონალურ მდგომარეობას. დათქმულ დროში მოგაწვიდან შეფასების დასკვნას რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი ქონების იურიდიული და ფიზიკური დახასიათება, შესაფასებელი ქონების ბაზარი, მისი საუკეთესო გამოყენების შესახებ მოსაზრება, აღწერილი იქნება შეფასების პროცესები და შეფასების მეთოდოლოგია.
საცხოვრებელი უძრავი ქონების შეფასება
როდესაც ბინას ვაფასებთ, ორ ძირითად შეფასების მეთოდს ვიყენებთ: საბაზრო მეთოდსა და შემოსავლების მეთოდს. საბაზრო მეთოდის გამოყენების დროს, შესაფასებელი ბინა დარდება ანალოგიურ, გასაყიდად გამოტანილ ან გაყიდულ ბინებს. შემოსავლების მეთოდი კი გულისხმობს ბინის წლიური საიჯარო შემოსავლიდან ან პოტენციური წლიური საიჯარო შემოსავლიდან ქონების ღირებულების გამოთვლას. კერძო სახლის შეფასების დროს კი ამ ორი მიდგომის გარდა შესაძლებელია გამოვიყენოთ დანახარჯების მეთოდი, რაც გულისხმობს ანალოგიური ან მსგავსი სახლის ასაშენებლად გაწეული ხარჯების გამოთვლას და შემდგომში სახლზე არსებული სხვადასხვა ტიპის ცვეთის გაანგარიშებას და გამოკლებას მთლიანი ღირებულებიდან.
კომერციული უძრავი ქონების შეფასება
კომერციული უძრავი ქონების შეფასების ძირითადი მიდგომა შემოსავლების მეთოდია, რაც გულისხმობს იჯარიდან მიღებული წლიური წმინდა საოპერაციო შემოსავლების დათვლას და კაპიტალიზაციის განაკვეთთან მისადაგებას ან დისკონტირებული ფულადი ნაკადების ანალიზს. ასევე ხშირად გამოიყენება საბაზრო მეთოდი, რაც გულისხმობს ანალოგიურ, ღია ბაზარზე გამოტანილი კომერციული ფართების შედარებას შესაფასებელ ობიექტთან.
თუ კომერციულ ფართს თავად ამუშავებთ და გსურთ შეაფასოთ მისი ღირეუბულება როგორც ბიზნესში შემავალი აქტივის, გადადით ამ გვერდზე.
მიწის ნაკვეთის შეფასება
მიწის ნაკვეთის შეფასების დროს ძირითადი ექვსი მეთოდი გამოიყენება. იმ შემთხვევაში თუ მიწის ნაკვეთი განაშენიანებულია, მიწის ნაკვეთის ფართობი დიდია, მიწის ნაკვეთი იჯარით არის გაცემული ან უბრალოდ არ არსებობს მოანაცემები მიწის ნაკვეთის ღირებულებაზე საჭიროა სწორი შეფასების მეთოდოლოგიის განსაზღვრა. მიწის ნაკვეთის შეფასების მეთოდებია: საბაზრო მეთოდი, ქვედანაყოფების განვითარების მეთოდი, განაწილების მეთოდი, ექსტრაქციის მეთოდი, ნარჩენი ღირებულების მეთოდი, მიწის ნკავეთის ქირის კაპიტალიზაციის მეთოდი. თითეული მეთოდის უფრო ვრცელი აღწერა იხილეთ აქ
სპეციალიზირებული უძრავი ქონების შეფასება
სპეციალიზირებული უძრავი ქონება სხვადასხვა ტიპის არსებობს და თითეული მათგანი განსხვავებულ შეფასების კრიტერიუმებს მოითხოვს. ესეთი ობიექტები დანიშნულებით შესაძლებელია იყოს საწარმო, სასაწყობე, მომპოვებელი თუ სამოქალაქო და შესაძლოა შეფასდეს როგორც უძრავ - მოძრვ ქონებად ასევე როგორც ბიზნესში შემავალ აქტივად. რომ დაადგინოთ რა ტიპის ღირებულების შეფასება მოერგება თქვენს მოთხოვნებსა და შესაფასებელ ობიექტს დაგვიკავშირდით.
მისამართი: ქ. თბილისი, გ.კარტოზიას ქ N4
ტელეფონი: +995 577 155 144
+995 577 650 101
ფოსტა: info@base2023.ge
მისამართი: ქ. ქუთაისი, სარაჯიშვილის ქ 2
ტელეფონი: +995 577 155 144
+995 577 650 101
ფოსტა: info@base2023.ge
მისამართი: ქ. ზუგდიდი, პ კობახიძის ქ N2
ტელეფონი: +995 577 155 144
+995 577 650 101
ფოსტა: info@base2023.ge
მისამართი: თბილისი, გ.კარტოზიას ქ N4
ტელეფონი: +995 577 155 144
+995 577 650 101
ფოსტა: info@base2023.ge