ინვენტარის მენეჯმენტი გულისხმობს, თითეული ნივთის ადგილმდებარეობას,რაოდენობას და ღირებულების კონტროლს.
ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია შექმნას ბალანსი ინვენტარსა და მოთხოვნას შორის, დანაკლისებისა და ზედმეტი მარაგის გარეშე, რათა გააუმჯობესოს როგორც საკუთარი კაპიტალი, ასევე, ოპტიმალურად გამოიყენოს საცავები.
არსებობს ინვენტარიზაციის ოთხი ძირითადი ტიპი: ნედლეულის ინვენტარიზაცია, მიმდინარე სამუშების ინვენტარიზაცია, საქონლის და მარაგების ინვენტარიზაცია, მზა პროდუქციის ინვენტარიზაცია. თუმცა ძირითადი კატეგორიები შესაძლებელია კიდევ უფრო დაიშალოს რათა ბიზნესმა უკეთესად შეძლოს მარაგების ზუსტი და ეფექტური მართვა.
ნედლეულის ინვენტარიზაცია - ნედლეული არის მასალა, რომელსაც კომპანია იყენებს პროდუქციის შესაქმნელად და დასასრულებლად. როდესაც პროდუქტი დასრულებულია, ნედლეული როგორც წესი ამოუცნობია მათი თავდაპირველი ფორმისგან მაგალითისთვის როგორიცაა ზეთი, რომელიც გამოიყენება შამპუნის შესაქმნელად.
კომპონენტების ინვენტარიზაცია - ასეთი ტიპის ინვენტარიზაცია და ნედლეულის ინვენტარიზაცია განსხვავდება იმით რომ ისინი ამოიცნობა დასრულებულ პროდუქციაში. მაგალითისთვის ხრახნი რომელიც საჭიროა კარადის წარმოებისთვის.
სამუშაო პრცესის ინვენტარიზაცია - ასეთი ტიპის ინვენტარიზაცია მოიცავს,ნედლეულის, კომპონენტების, შესაფუთი მასალების,შრომის,ზედნადებების და ყველაფრის ინვენტარიზაციას რაც სამუშაო პროცესისთვის არის საჭირო.
წარმოებული პროდუქციის ინვენტარიზაცია - გასაყიდად გამზადებული პროდუქციის ინვენტარიზაცია.
შეკეთება და მოვლის მარაგების ინვენტარიზაცია - ესეთი ინვენტარი ხშირად მარაგის სახით გვხვდება და ხელს უწყობს პროდუქციის და ბიზნესის წარმებას.
შესაფუთი მასალების ინვენტარიზაცია - პირველადი შეფუთვა იცავს პროდუქტს და ხდის მას გამოყენებადს. მეორადი შეფუთვა არის მზა პროდუქტის შეფუთვა და შეიძლება შეიცავდეს ეტიკეტებს. მესამეული შეფუთვა არის გარეგანი შეფუთვა ტრანსპორტისთვის.
უსაფრთხოების და მოლოდინების მარაგის ინვენტარიზაცია - ესთი მაგრაგების ინვენტარიზაცია ხდება მაშინ როდესაც ბიზნესს გარკვეული მოლოდინები აქვს, ბაზრის ცვლილებებთან დაკავშირებით.
ინვენტარის გამოყოფა - ასეთი ინვენტარი ინახება წარმების ხაზებში რათა ხელი შეუწყოს წარმეობის უწყვეტობას.
ციკლური ინვენტარიზაცია - კომპანიები უკვეთავენ ინვენტარს პარტიებად რათა მიიღონ საჭირო რაოდენობის ინვენტარი და მინიმუმამდე დაიყვანონ შესანახი ხარჯები.
სერვისის ინვენტარიზაცია - იგივე მომსახურების ინვენტარიზაცია, გვიჩვენებს რა რაოდენობის მომსახურება შეუძლია გაწიოს კომპანიამ დროის გარკვეულ მონაკვეთში. მაგალითად 10 ნომრიან სასტუმროს კვირაში შეუძია 70 ჯერ მოემსახუროს მომხამრებელს.
სატრანზიტო მარაგების ინვენტარიზაცია - ესეთი ინვენტარი მოძრაობს ქარხანას, საწყობებსა და დისტრიბუციას შორის.
თეორიული ინვენტარიზაცია- რომელსაც ასევე უწოდებენ საბალანსო ინვენტარიზაციას, ძიირითადად გამოიყენება პროდუქციის და კვებით ინდუსტრიებში რომელიც განსაზღვრული ფორმულით დგინდება.
ჭარბი პროდუქციის ინვენტარიზაცია - ასევე ცნობილია როგორც ძველი მრაგები,ეს არის გამოუყენებელი ან გაუყიდავი საქონელის აღირცხვა.
Cpj27t
6cpj