top of page

მდგრადი საცხოვრებელი უბანი „Phoenix”


მდგრადი საცხოვრებელი უბანი

დეველოპერულმა კომპანიამ „Human Nature”-მ წარადგინა ახალი პროექტი სახელწოდებით „Phoenix” და მიიღო განაშენიანების ნებართვა, რომ დიდ ბრიტანეთში, ყოფილი სამრეწველო ზონა, გადაკეთდეს ეკოლოგიურად მდგრად საცხოვრებელ უბნად.

ეროვნულ პარკში მდებარე პროექტი შედგება ენერგოეფექტური სახლებისგან, საჯარო სივრცეებისგან,სამედიციონო, სავაჭრო, სასტუმრო და ინდუსტრიული ზონებისგან, რომლებიც ხის და ბიომასალისგან იქნება ნაშენი.

უბანი მწვანე ენერგიით მომარაგდება, როგორც ადგილზე ფოტოელექტრული პანელებით, ასევე სხვადასხვა განახლებადი ენერგიის წყაროებით. პროექტის ავტორების თქმით კი ყოველივე ეს მოსახლეობის გადასახადებს 20% ით შეამცირებს.

პროექტი თითქმის 8 ჰექტარზე მოეწყობა და 700 ბინისგან შედგება. აღსანიშნავია რომ თითქმის ყოველ შენობას სხვადასხვა 12 არქიტექტურული კომპანია დააპროექტებს  რაც სამეზობლოს, ხასიათს, განსხვავებულობას და მყიდველს ბინის ტიპების უფრო დიდ არჩევანს მისცემს.

პროექტი 6 ძირითად საკითხზე აკეთებს აქცენტს: მდგრადი მობილურობა უბანში, მდგრადი მშენებლობის ფორმა, საზიარო სერვისები, განახლებადი ენერგეტიკა, უბანში ნარჩენიების გადამუშავების საშუალება, ადგილობრივი,მაღალი ხარისხის საკვების წარმოება.

“Phoenix”-მა უკვე გაიმარჯვა „Future Project Awords -2023” ის ნომინაციაში რეგენერაცია და დაგეგმარება.



Comments


bottom of page