უძრავი ქონების ბაზარზე ნასყიდობის რაოდენობები შემცირებულია, რაც სავარაუდოდ მცირედ, მაგრამ გარდაუვლად ფასების კლებას გამოიწვევს. აღნიშული გარემოება რათქმაუნდა კარგია უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებული პირებისათვის.
ითვლება რომ უძრავი ქონების ბაზარზე საშუალო ექსპოზიციის პერიოდი 3 თვიდან - 8 თვემდე მერყეობს. აღსანიშნავია რომ ძვირად ღირებული ქონების ექსპოზიციის პერიოდი უფრო მაღაილია ვიდრე შედარებით დაბალი ღირებულების. სწორედ ამ პერიოდის შემცირების მიზნით საჭიროა რამოდენიმე გონივრული ნაბიჯის გადადგმა როდესაც უძრავი ქონების გაყიდვას ვფიქრობთ.
1. უძრავი ქონების შეფასება - ერთერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია , რომ გავიგოთ ადგილობრივი ბაზრის ტენდენციები და ფასები, ამასთანავე შემფასებელი თავად გირჩევს თუ როდის, როგორ და რა ფორმით იქნება ყველაზე მომგებიანი უძრავი ქონების რეალიზაცია. ამ დარგის სპეციალისტებს იმის გარდა რომ დადგენილი საერთაშორისო სტანდარტებით მუშაობის ვალდებულება გააჩნიათ, ასევე რეალურ ბაზარზე აგროვებენ მონაცემებს და გამოცდილებას.
2. მოაწესრიგე გასაყიდი უძრავი ქონება - მოწესრიგებული უძრავი ქონება უკეთეს შთაბეჭდილებას ახდენს კლიენტზე ვიდრე მოუწესრიგებელი. კლიენტების უმრავლესობა კი გადაწყვეტილებას სწორედ პირველი ნახვის შემდგომ იღებენ. ცნობილია რომ ყველაზე მიმზიდველი უძრავი ქონების გაყიდვაც კი შეიძლება ვერ მოვახერხოთ საცხოვრებელ ფართში არსებული არეულობის გამო.
3. მაღალი ხარისხის სურათები - სურათის ხარისხი ერთერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა ვიზიტამდე ქონებაზე წარმოდგენის შესაქმნელად. აღნიშნული ფაქტორი ზრდის ობიექტზე დაინტერესებული ვიზიტორების რაოდენობას, რაც თავისთავად ამცირებს უძრავი ქონების ბაზარზე ექსპოზიციის პერიოდს. მნიშნვლოვანია სურათები კარგად და ზუსტად აღწერდეს ქონების მდგომარეობას, როგორც შიდა საცხოვრებელ სივრცეს ასევე სადარბაზოს და გარემოს.
4. განათავსე ქონება ყიდვა- გაყიდვის ელექტრონულ პლატფორმებზე და სოციალურ გვერდებზე - შემდგომში დაინტერესებული ბროკერები თუ კლიენტები თავად დაგიკავშირდებიან. გაითვალისწინე რომ ასეთ პლატფორმებზე ინფორმაციის განთავსებისას პერიოდულად განცხადების განახლებაა საჭირო. ასევე სასურველია უძრავი ქონების ღირებულებაში თავიდანვე შეიტანოთ მაკლერის ინტერესი და დასაკლები ფასის სიდიდე რაც საშუალოდ ჯამში 5 %- ის ტოლია.
რათქმაუნდა ზემოთ ჩამოთვლილი მოქმედებები არ არის გარანტია იმის რომ თქვენი უძრავი ქონება სწრაფად გაიყიდება, მაგრამ დიდი ალბათობით მისი რეალიზაცია ბაზარზე ექსპოზიციის საშალო პერიოდში მოესწრება.
ხშირად მფლობელი გასაყიდ უძრავ ქონებას მოკლევადიანი იჯარით გასცეემს. ასეთი უძრავი ქონება შესაძლოა მეტად საინტერესო იყოს პოტენციური მყიდველისთვის. მიდგომა იძლევა საშუალებას მიიღო მაქსიმალური შემოსავალი ქონების ფლობიდან მაგრამ საჭიროა რამოდენიმე ფაქტორის გათვალისწინება:
დამქირავებლის მხრიდან უძრავი ქონების მოვლის ვალდებულების აღება
„ღია საათების“(პერიოდი როდესაც დაინტერესებულ პირს შეეძლება უძრავი ქონების დათვალიერება) წინასწარი შეთანხმება მოიჯარესთან.
Comments