
საქართველოში ავტომობილების ბაზრის უდიდესი ნაწილი მეორად ავტომობილებს უჭირავს, ძირითადად ასეთი ავტომობილები, ამერიკული, ევროპული, იაპნური ბაზრებიდან შემოდის და საგარეო ვაჭრობის მნიშნვლოვან ნაწილს იკავებს. ასეთი ავტომობილებს ძირითადად ფიზიკური დეფექტი გააჩნიათ და მათი განახლება, შეკეთება ადგილობრივ სახელოსნოებში ხდება. სწორედ ამიტომ ხშირია რომ ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი ავტომობილის ფასი შეიძლება ბევრად ნაკლები იყოს ვიდრე ანალოგიური ავტომობილების ღირებულება საზღვარგარეთ. ასეთი ავტომობილები ძირითადად უცხოურ აუქციონებზე იყიდება, და აუქციონის ფასებიც საკმაოდ დაბალია.ამ გარემოებების გამო ხშირად მყიდველი შეცდომაში შედის და მისთვის სასურველი ავტომობილის ფასი, მის წარმოდგენაში იაფად ნაყიდი შეიძლება სულ მცირე ხანში გამოუსადეგარ შენაძენად იქცეს, და კვლავაც სახელოსნოდან სახელოსნოში მოუწიოს სიარული, ან დროის მცირე მონაკვეთიში იფიქროს მის გამოცვლაზე.
რა უნდა გაითვალისწინოს მყიდველმა მეორადი ავტომობილის შეძენის დროს?
პირველ რიგში, რა თქმა უნდა ყველაზე მთავარი ავტომობილის შეძენის დროს სარეგისტრაციო ნომერი და ავტომობილის გარბენია. ეს ორი უკიდურესად მნიშვნელოვანი კრიტერიუმი დაგეხმარებათ პირველადი წარმოდგენა შეიქმნათ ავტომობილის ისტორიაზე. არსებობს ბევრი საიტი სადაც შეგვიძლია შევამოწმოთ ავტომობილის ისტორია სარეგისტრაციო ნომრის მიხედვით, ზოგი ფიასიანი გვერიდა ზოგი უფასო, მაგრამ ძირითადი ინფორმაცია რომელიც ღირებულია მყიდველისთვის მიანც ყველგან ფასიანია. არსებობს მომენტალური გადამოწმების საშალებაც, მაგალითად სარეგისტრაციო კოდის პირდაპირ გუგლში ჩაწერა და თუ ავტომობილი რომლეიმე საზღვარგარეთის აუქციონზე იყო ახლო წარსულში გამოტანილი აუცილებლად მოძებნით მის საზღვარგარეთ გაყიდვის დეტალებს და მდგომაროებას. თან ვიზუალურად შეაფასებთ დაზიანებების ხარისხსაც და გადაწყვიტავთ რამდენად ღირს ასეთი ავტომობილის შეძენა.
გარე ფაქტორები რომლების შერჩევის დროს უნდა გავითვალისწინოთ
მიმდინარე პერიოდში ავტომობილიები ღირებულებას სწრაფად კარგავენ, ეს ტექნოლოგიების სწრაფი განვითარეიბის და ადამიანების კომფორტისკენ სწრაფვის შედეგია, ყოველწლიურად იზრდება ახალი ავტომობილების ეკონომიურობა, ეკოლოგიური მდგრადობა, კომფორტის ხარისხი, რაც მეორად ბაზარზე არსებულ ავტომობილების უფრო და უფრო უკარგავს ღირებულებას, ეს იმ პერიოდში როდესაც საწვავი ყოველწლიურად ძვირდება და მზარდი ტენდენციაა ელექტო თუ ჰიბრიდი ავტომობილების წარმოების . სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია შეფასდეს თუ დღეს ავტომობილში გადახდილი თანხა რამდენად გაგვიძვირებს ცხოვრებას მომავალში, იმის გარდა რომ მეორადი ავტომობილები ისედაც ფიზიკურად გაცვეთილია და ისედაც სჭირდება ხშირი ტექნიკური განახლება.
აღსანიშნავია რომ ავტომობილი პირველ ხუთ წელიწადში თითიქმის ღირებულების ნახევარს კარგავს. პირველი წლის მერე ავტომობილების უმეტესობა საშუალოდ ღირებულების 20 % ს კარგავს, ამის მერე დანარჩენი 4 წლის განმავლობაში წლიურად საშუალოდ 7 დან 15 % მდე. 2025 წლის მოტორტრენდ - ის კველვის მიხედვით ყველაზე საიმედო და გამძლე ავტომობილის 12 მარკა ასე გამოიყურება: #12 - Honda, #11- Kia, #10 -Mini, #9- BMW, #8- Porche, #7 -GMC, #6- Chevrolet; #5- Cadilac, #4 – Toyota, #3- Mazda; #2- Buick; #1 -Lexus. ყოველივე ამ კომპლექსური მიდგომის სწორად გააანალიზება დაგვეხმარება ავტომობილის შეძენიდან ხარნგრძლივი სარგებლის მიღებაში, ავტომობილის შეფასებაში და ბიუჯეტის სწორად დაგეგმვაში.
Kommentarer