რა არის კაპიტალიზაციის კოეფიციეტნი? მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ ეს არის პროცენტი რომელიც განსაზღვრავს თქვენი გაქირავებული ქონებიდან მიღებულ შემოსავალს გამოკლებული ქონების მართვასთან დაკავშირებული ხარჯები და ვაკანსიები.რატომ არის მისი განსაზღვრა მნიშვნელოვანი?
კაპიტალიზაციის კოეფიციენტი იძლევა სწრაფ და ეფექტურ შესაძლებლობას შევაფასოთ უძრავი ქონებაში ინვესტიციის მომგებიანობა. მაღალი კაპიტალიზაციის კოეფიციენტი ხშირად ნიშანია მაღალი წმინდა საოპერაციო შემოსავლის.
კაპიტალიზაციის კოეფიციენტი ასევე გვეხმარება რისკის განსაზღვრაში. დაბალი კაპიტალიზაციის განაკვეთი შეიძლება განნმსაზღვრელი იყოს დაბალი მაგრამ სტაბილური შემოსავლის, ხოლო მაღალი კაპიტალიზაციის განაკვეთი მაღალი რისკის და ამასთან ერთად მაღალი საშემოსავლო ჯილდოსი.
ინვესტორებს კაპიტალიზაციის კოეფიციენტების გამოყენება შეუძლიათ სხვადასხვა საინვესტიციო შესაძლებლობების შესადარებლად რათა მიიღონ უფრო სანდო გადაწყვეტილება.
კაპიტალიზაციის კოეფიციენტი განსაზღვრავს ბაზრის ტენდენციებს. თქვენი სამიზნე ბაზარზე საშუალო კაპიტალიზაციის კოეფიციენტის გაგება დაგეხმარებათ აღმოაჩინოთ სასურველი საინვესტიციო ობიექტები.
სწორედ ამ მიზნებისთვის პერიოდულად მოგაწვდით სხვადასხვა უბნებში არსებულ კაპიტალიზაციის განაკვეთებს.
Comentarios