ბეტონი და ხის მასალა მშენებლობაში ერთერთი ძირითადი სამშენებლო ელემენტებია. ხშირად ჩნდება კითხვა, თუ რა თვისებებით გამოირჩევიან ისინი ერთმანეთისაგან და რომელია ამა თუ იმ შემთხვევაში მეტად მისაღები.
როდესაც სამშენებლო მასალის შერჩევაზე ვფიქრობთ, გასათვალისწინებელია უშუალო უპირატესობები და გრძელვადიანი სარგებელი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაც შეილძება მოკლევადიან პერიოდში უფრო რთულად გვეჩვენებოდეს, გრძელვადიან პერიოდში ბევრად მომგებიანი იყოს. ასევე გასათვალისწინებელია ინდივიდუალური პრიორიტეტები როგორებიცაა გარემო მდგრადობა, უსაფრთხოება და ა.შ.
ბეტონის დადებითი მხარეები | ბეტონის უარყოფითი მხარეები |
---|---|
გრძელვადიანი ექსპლუატაცია | უფრო ძვირი ვიდრე ხის მასალა |
ექსპლუატაციის ნაკლები ხარჯები | შედარებით რთული ტრანსპორტიერება |
ნაკლებად ცვეთადი | მშენებლობის ნელი მიმდინარეობა |
შედარებით ენერგოეფექტური | ნაკლებად მდგრადი გარმეოსთვის |
ეფექტური ხმის იზოლაცია | ნაკლებად სეისმომედეგი |
ბეტონის სახლის საექსპლუატაციო პერიოდი საშუალოდ 50 დან - 100 წლამდე არის განსაზღვრული, ხოლო ხის სახლის საექსპლუატაციო პერიოდი 30 დან - 100 წლამდე. შესაბამისი მოვლის შემთხვევაში ორივე ტიპის სახლმა შეიძლება გაძლოს უფრო დიდხანსაც. გასათვალისწინებელია ასევე მასალის ხარისხი, დამუშავების/მშენებლობის ტექნოლოგია და რათქმაუნდა გარემო ფაქტორები.
ბეტონის სახლი ბევრად უფრო ძვირი ჯდება ვიდრე ხის სახლი. საშუალოდ ხის დასრულებული სახლის კვადრატული მეტრის ღირებულება, დეველოპერის მოგების ჩთვლით - 300 აშშ დოლარია. ხოლო ბეტონის სახლის მხოლოდ თეთრ კარკასამდე მიყვანა ჯდება საშუალოდ 380 აშშ დოლარი. დასრულებამდე კი ყველაზე მცირე - 150 აშშ დოლარის დამატება მოგიწევთ. მაგრამ მისი ცვეთის მაჩვენებელი დროთა გნამავლობაში ბევრად ნაკლებია ვიდრე ხის სახლის. ხის სახლს მეტად სჭირდება პერიოდული განახლება და მოვლა, ასევე ბეტონის სახლთან შედარებით დაბალენერგოეფექტურია, რაც იმას ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში, ბეტონის სახლში უფრო მეტად დაზოგავთ ენერგიას.
ხის მასალაზე რამდენადაც მარტივი და მსუბუქი სამუშაოა, იმდენად მარტივად ნესტიანდება (ნესტიან პირობებში), ნაკლებად ცეცხლგამძლეა, მიდრეკილია ხის ჭიის გაჩენისკენ, მაგრამ ამავდორულად ბუნებრივი, მდგრადი და გარემოსთან მეგობრული სამშენებლო მასალაა. ხის სახლი ინახავს ნახშიროჟანგს ,რაც იწვევს ნახშირორჟანგის ემისიების შემცირებას - 2,432 მეტრიკული ტონით რაც იგივეა რომ 500 ავტომობილი მოაკლდეს გზას ერთი წლით.
ამის საპირწონედ, ბეტონს ხშირად აკრიტიკებენ გარმეოსთან არამდგრადობის გამო, მის წარმოებას ბევრი რესურსი სჭირდება. ცემენტს - როგორც ბეტონის წარმოების ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის სითბური გაზების გამოყოფაში.
რაც შეეხება უსაფრთხოებას, ბეტონის შემთხვევაში მშენებლებმა მუშაობის პროცესში შეიძლება განიცადოს თვალების, ცხვირის და კანის გაღიზიანება, მეტიც სილიციუმის დიოქსიდის ზემოქმედებამ შეიძლება გმაოწვიოს ჯამრთელობის ბევრად უფრო სერიოზული დაზიანებები და მათ შორის ფილტვის კიბოც.
აღსანიშნავია რომ ხის სახლები ბეტონის სახლებისგან განსხვავებით გამოირჩევიან მაღალი სეისმომედეგობით, რაც კიდევ ერთი უპირატესობაა სამშენებლო ინდუსტირაში ამ ბუნებრივი ელემენტის გმოსაყენებლად.
Comments