დარგის სპეციალისტებთან და სერტიფიცირებულ შემფასებლებთან ერთად
ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში
შეფასების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით
მოძრავი ქონების შეფასება
მოძრავი ქონების შეფასება მოიცავს მატერიალური აქტივების ფართო სპექტრს, დაწყებული ტექნიკითა და აღჭურვილობით ბიზნეს გარემოში და დამთავრებული თქვენი სახლის პირადი ნივთებით. მატერიალური აქტივების ზუსტი შეფასება გადამწყვეტია სხვადასხვა მიზნებისთვის, მათ შორის დაბეგვრის, დაზღვევის, სასამართლო დავების და ფინანსური გადაწყვეტილების მიღებისთვის. ჩვენი მოძრავი ქონების სერტიფიცირებული შემფასებლები აფასებენ ყველაფერს: ბიზნეს აღჭურვილობას, სახლის ნივთებს, ელექტრონიკას, ავეჯს, მანქანებს, მანქანა-დანადგარებს.
ჩვენს მიერ შეფასების საერთაშორისო სტანდარტებით შეფასებული მოძრავი ქონების დასკვნა შეგიძიათ ნებისმიერი მიზნისთვის გამოიყენოთ.
როგორ ვაფასებთ მოძრავ ქონებას?
მას შემდეგ რაც ჩვენთან თანამშრომლობას გადაწყვიტავთ და თქვენთვის სასურველ სერვისს შეარჩევთ, საჭიროა მოგვაწოდოთ შესაფასებელ ქონების ტექნიკური პასპორტი ან სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემები.
როდესაც შეგვატყობინებთ თუ რა მიზნით გსურთ ქონების შეფასება, ჩვენი სპეციალისტები დაგეხმარებიან შეარჩიოთ შესაფასებელი ღირებულების ტიპი და ასევე დაგეგმავენ ინსპექტირებას ობიექტზე. ინსპექტირების დროს გადაიღებენ სურათებს, შეაფასებენ ქონების ფიზიკურ თუ ფუნქციონალურ მდგომარეობას. დათქმულ დროში მოგაწვიდან შეფასების დასკვნას რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი ქონების იურიდიული და ფიზიკური დახასიათება, შესაფასებელი ქონების ბაზარი, ინფორმაცის საექსპულატაციო პერიოდის შესახებ ასევე აღწერილი იქნება შეფასების პროცესები და შეფასების მეთოდოლოგია.
მსუბუქი ავტომობილის შეფასება
მსუბუქი ავტომობილების შეფასების დროს ძირითადი შეფასების მეთოდოლოგია საბაზრო მიდგომაა. მეთოდი შესაფასებელი ავტომანქანის ადგილობრივ ბაზარს სწავლობს. იკვლევს ანალოგიური ავტომობილების გაყიდვებსა და შეთავაზებებს მათი ფიზიკური და ფუნქციონალური მდგომარეობის მიხედვით და ადარებს შესაფასებელ ავტომანქანას, შეფასების ელემენტების გმაოყენებით.
მეორე ყველაზე ხშირად გამოყენებადი მეთოდი დანახარჯების მეთოდია. მეთოდი გულისხმობს მსგავსი ავტომობილის ჩამოყვანას, მისი ჩამოყვანის ხარჯების შეფასებას, შემდგომაში ნებისმიერი ფიზიკური ფუნქციონალური თუ ეკონომიკური ცვეთის განსაზღვრას და მთლიანი ღირებულებიდან გამოკლებას.
მძიმე ტექნიკის შეფასება
როდესაც მძიმე ტექნიკა ფასდება ჩვენი შემფასებლები სათანადო დათვალიერების და მძიმე ტექნიკის ექსპლუატაციის პირობებისა შესწავლის შედგომ, შეარჩევენ შეფასების მეთოდოლოგიას. თუ ადგილობრივ ბაზარზე მრავლად არის წარმოდგენილი ანალოგიური ტიპის ტექნიკა, შემფასებელი საბაზრო მიდგომის გამოყენებით შეაფასებს აღნიშულ ტექნიკას. იმ შემთხვევაში თუ ტექნიკის ჩამოყვანა შესაძლებელია სხვა ქვეყნის ბაზრებიდან გამოიყენებს დანახარჯების მეთოდს რომ გაარკვიოს ტექნიკის ღირებულება ჩამოყვანის შემთხვევაში. იმ შემთხვევაში თუ ტექნიკა ადგილობრივ ბაზარზე მარტივად ქირავდება შესაძებელია შემოსავლების მიდგომის გამოყენება. მიდგომა ქონების ქირიდან მიღებული შემოსავლების კაპიტალიზაციას გულისხმობს. შეფასება სულ მცირე ორი მეთოდით მიმდინარეობს და საბოლოო ღირებულების შეწონვა ამ ორ მეთოდს შორის ხდება.
სპეციალიზირებული დანადგარების შეფასება
მას შემდეგ რაც შემფასებლები ინსპექტირებას ჩაატარებენ და შეაფასებენ აღნიშული ტექნიკის ფიზიკურ და ფუნქციონალურ მდგომარეობას, შეისწავლიან დანადგარების ექსპლუატაციის პრობებს და ბაზარზე აღნიშნულ ტექნიკაზეა მოთხოვნას, შესაფასებელი ღირებულების სახის გათვალსწინებით შეარჩევენ შეფასების მეთოდოგლოგიას.
აღსანიშნავია რომ ასეთი ტექნიკის შეფასება ძირითადად დანახარჯების მიხედვით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ანალოგიური ტექნიკის ჩამოტანსა და შემდგომში სხვადასხვანარი ცვეთის გაანგარიშებას და გამოკლებას მთლიანი ღრიებულებიდან. თუ ადგილობირვი ბაზარი გვაძლევს იმის საშუალებას რომ გამოვიყენოთ შეფასების სხვა მიდგომები მაშინ მეტი წონა სხვა გამოყენებულ მედგომებს მიენიჭებათ.
მისამართი: თბილისი, გ.კარტოზიას ქ N4
ტელეფონი: +995 577 155 144
+995 577 650 101
ფოსტა: info@base2023.ge